Sunday, June 30, 2013

1.პროექტის სახელწოდება: გარემოს ხარისხი და ჯანმრელობა

2.პროექტის მთავარი იდეა:
 მოსწავლეებმა მინი ლაბორატორიის საშუალებით შეძლონ გარემოს სისუფთავის დადგენა. წყლის , ჰაერის სისუფთავის შემოწმება ქალაქში და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკში. შემდგომ მოახდინონ მათი შედარება.
 
3 .პროექტის აქტუალობა:
ეს პროექტი აქტუალურია იმიტომ, რომ  მოსწავლეები შეისწავლიან ქიმიურ ანალიზს თეორიულად და პრაქტიკულად.  მოახდენენ ჰაერის სისუფთავის დადგენას ქ. ახალციხეში ცენტრალურ მაგისტრალთან ახლოს,მოიძიებენ  ინფორმაციას თუ რა საშიშროების წინაშეა მოსახლეობა ღია ნაგავსაყრელების არსებობით დასახლებულ პუნქტებში. შეძლებენ საკვლევ ადგილებში ჰაერის და წყლის სისუფთავის შედარებას . მოხდება სამუშაო ჯგუფის გაყვანა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკში. 
4. პროექტის მიზნები:
  1. წყლის სისუფთავის შემოწმება
  2.  2.ქიმიური ანალიზის შესწავლა თეორიულად და პრაქტიკულად
  3. ჰაერის სისუფთავის დადგენა ქ. ახალციხეში
  4. ინფორმაციის მოძიება,თუ რა საშიშროების წინაშეა მოსახლეობა ღია ნაგავსაყრელების არსებობით დასახლებულ პუნქტებში.
  5. სამუშაო ჯგუფის გაყვანა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკში კარვებით გარემოს შესწავლის მიზნით;
  6. შედარება საკვლევ ადგილებში ჰაერის და წყლის სისუფთავის
5.მონაწილეთა ასაკი: 14-15წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა:ერთ თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
  • სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები უკეთესად გაიცნობენ ერთმანეთს, დამეგობრდებიან და ისწავლიან გუნდურ მუშაობას:აზრის გაზიარებას,სხვისი აზრის პატივისცემას, შეძლებენ მოსწავლეები თავიანთი შესაძლებლობების უკეთ გამომჟღავნებას
  • კიდევ უფრო შეიყვარებენ ბუნებას
  • შეისწავლიან წყლის და ჰაერის თვისებითი ანალიზის რეაქციების ჩატარებას ნახევრადმიკრო მეთოდით
  • დაითავისებენ გარემოს ხარისხის მნიშვნელობას და გაუფრთხილდებიან მას
  • აიმაღლებენ სამოქალაქო განათლებას,შეძლებენ თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას სკოლის სხვა მოსწავლეებთან
  • დაამზადებენ ბუკლეტებს თემაზე:"ღია ნაგავსაყრელები მრავალი ინფექციის წყაროა!";
  • მიღებენ გამოცდილებას პროექტის წერაში.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
 ინტერნეტი,ქარალდები, ფლომასტერები,ქიმიური ხელსაწყოები და რეაქტივები, ციფრული აპარატი;
9 პროექტის მსვლელობა:
1.1 სამუშაო ჯგუფის მიერ ბიბლიოთეკაში ინფორმაციის მოძიება წყლის სისუფთავის შემოწმების შესახებ
1.2 მოსწავლეების მიერ მიღებული ინფორმაციის გამოყენებით წყლის სისუფთავის დადგენა
  • ქ. ახალციხეში მიმდინარე მდ. ფოცხოვის წყლის სისუფთავის დადგენა
  • ქ.ახალციხეში სასმელი წყლის სისუფთავის დადგენა
  • ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკში სხვადსხვა ადგილას მიმდინარე წყაროს წყლის სისუფთავის დადგენა
  • საკვლევი წყლების დაბინძურების ხარისხის შედარება და მიზეზების დადგენა
2.1 სამუშაო ჯგუფის მიერ ბიბლიოთეკაში ინფორმაციის მოძიება წყლის ანალიზის ჩატარების შესახებ
2.2 სემინარების ჩატარება წყლის თვისებითი ანალიზის შესახებ
2.3 წყლის თვისებითი და რაოდენობითი ანალიზის შესწავლა ახალციხის სანეპიდემიოლოგიური სადგურის ლაბორატორიაში
2.4 შეძენილი ცოდნის შედეგად სკოლაში არსებული მინი ლაბორატორიის გამოყენებით სასმელი წყლის და მდინარე ფოცხოვის წყლის ბიო- ქიმიური ანალიზი
3.1 სემინარის ჩატერება ჰაერის სისუფთავის განსაზღვრის შესახებ
  • ჰაერში მტვრის შემოწმება
  • pH-ის განსაზღვრა
3.2 სამუშაო ჯგუფის მიერ ცენტრალურ მაგისტრალთან მდებარე მცენარეების ფოთლების გამოკვლევა მტვრიანობის ხარისხზე და ჰაერში pH-ის განსაზღვრა
4.1ბუკლეტების დამზადება თემაზე:"ღია ნაგავსაყრელები მრავალი ინფექციის წყაროა!"
4.2 ბუკლეტების მოსახლეობაში დარიგება
5.1 მოსწავლეების გაყვანა ბორჯომ -ხარაგაულის ტყე პარკში კარვებით(5 დღით),იქ ქრსებული გარემოს შესწავლის და სისუფთავის დადგენის მიზნით
5.2 გარემოს სისუფთავის დადგენა მიმი ლაბორატორიის საშვალებით
6 საკვლევ ადგილებში ჰაერისა და წყლის სისუფთავის შედარება, შედეგების მიხედვით
10 საგნებთან კავშირი: ქიმია , ბიოლოგია, ისტ
11 პროექტის ხელმძღვანელი: ირინა ლაბაძე
12 ხელმძღვანელის ელ- ფოსტა: irina.labadze1608@gmail.com>
13 პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი გამოქვეყნდება პროექტის დასრულების შემდეგ
 
     
 
          

No comments:

Post a Comment